"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად პარლამენტს საკუთარ ახლობლებს სთავაზობდა. მდინარაძემ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მისამართით აღნიშნა, თუ რატომ არ ჰქონდათ მათ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოსამართლეებს ყოველგვარი კრიტერიუმებისა და წესის გარეშე არჩევდა.