„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს პასუხობს, როგორც მან აღნიშნა, ის თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება. ვაშაძემ ასევე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა რომ მიზნის მიღწევის შემდეგ როდესაც პროპორციული წესით ჩატარდება არჩევნები გაერთიოანებული ოპოზიცია დაიშლება და არჩევნებში პროდასავლური პარტია გაიმარჯვებს. შეგახსენებთ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისას მამუკა მდინარეძემ ჟურნალისტებს ურჩის გრიგოლ ვაშაძეც მოეკითხათ, რადგან არ გაუკვირდებოდა, თუ ბურჯანაძესთან ერთად რუსეთში ვაშაძეც იმყოფებოდა.