უმრავლესობა არ დაიშლება. ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა დგას მყარად, - ეს განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
ჟურნალისტების კითხვაზე: ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ მმართველი გუნდი მაჟორიტარმა დეპუტატებმა დატოვონ,მდინარაძემ იმ მაჟორიტარი დეპუტატების არგუმენტებიც გააჯღერა, რომლებიც არსებულ ვითარებაში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.