წინა ხელისუფლებას ჰქონდა სტანდარტი, როცა ერთი ადამიანი რაღაცას იტყოდა, ამას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები, მათ შორის ადამიანის დაკავება მოჰყვებოდა - ეს ამ ქვეყანაში ვერ და არ მოხდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მათ მიერ მომზადებული დასკვნის კრიტიკის პასუხად განაცხადა.მდინარაძემ ამ კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად ახალი ვერაფერი დადგინდა და „გამოძიების ვერსიისგან ერთადერთი განსხვავება არის დანის ტარი“. “ქართული ოცნების“ შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო პროცესში გამომძიებლებისა და პროკურორების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობისა და დამნაშავეზე ხელის დაფარების ფაქტი არ დასტურდება.