დეპუტატი მამუკა მდინარაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ბრუნდება. ფრაქცია „ქართული ოცნება“ კომიტეტში საკუთარი კვოტით სწორედ მდინარაძეს წარადგენს, რომელმაც კომიტეტის შემადგენლობა დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა.გარდა ამისა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ იურიდულ საკითხთა კომიტეტში კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე დეპუტატ გოგა გულორდავას წარადგენს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ეცნობება. ამასთან, ბიურო ცნობად მიიღებს ფრაქციის გადაწყვეტილებას, კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის შესახებ.