უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრა იყო საქმიანი და დეტალებზე ორიენტირებული.
ამასთან, მდინარაძის თქმით, ოპოზიციას ახლაც შეუძლია ჩაერთოს სამუშაო პროცესში, თუმცა, მისივე შეფასებით, "ოპოზიციას არგუმენტები საერთოდ აღარ გააჩნია". მისივე თქმით, დარწმუნებით იმის თქმა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ასევე განხორციელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, არ შეიძლება.