"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სანდრა რულოვსისა და ნიკა მელიას მიერ რევულუციურ სცენართან დაკავშირებით გაკეთებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, რომელი უფორ დესტრუქციული იქნება.
მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს ქვეყანაში "ნაციონალურ მოძრაობას" არც გამარჯვების და არც დესტრუქციული ქმედებების განხორციელების შანსი არ აქვს და აღნიშნულზე საზოგადოებამ მათ პასუხი გუშინ ნათლად გასცა. რაც შეეხება 19 მაისის არჩევნების შეფასებას, მდინარაძე ამბობს, რომ გუშინდელი გამარჯვება არ მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ ქართული საზოგადოების გამარჯვება იყო და ხალხი ყოველთვის ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას იღებს.