იაგო ხვიჩიას, იმის მიუხედავად, რომ ცდილობს გარკვეულ მომენტებში კონსტრუქციული იყოს, მისამართები ერევა ხოლმე, - ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან „გირჩი - ახალი პოლიტკური ცენტრის" ერთ- ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" პარლამენტარიზმს ანგრევენ.
მდინარაძე ხვიჩიასგან არგუმენტებს ელოდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანგრევს „ქართული ოცნება“ პარლამენტარიზმს.