ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის პიკეტს ეხმაურება. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით ოპოზიცია უკიდურესად დესტრუქციულად იქცევა, მაშინ როდესაც სულ რამდენიმე საათით ადრე, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებდა.
მდინარაძის თქმით, აქციები მოლაპარაკებების პროცესში კონტრპროდუქტიულია. კიდევ ერთი საკითხი რაზეც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ისაუბრა დოკუმენტია რომელიც გუშინდელ შეთანხმებაზე გაფორმდა. მდინარეაძე ამბობს რომ დოკუმენტი რომელზეც ოპოზიცია აპელირებს კონპილაციური, ხელმოუწერელი დოკუმენტია, სადაც ჩამოთვლილია ის საკითხები, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და ნაწილ მათგანზე მმართველი გუნდი მზაობას გამოხატავს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, მდინარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით კვლავ ძალაშია შეთავაზება, რომ 1- პროცენტიანი ცდომილება საგამოძიებო კომისიაში დაამტკიცონ.