ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ვერ გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ საარჩევნო შედეგით, „ქართულმა ოცნებამ“ პროგრამა მინიმუმი შეასრულა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შედეგებთან დაკავშირებით მეტი მოლოდინი არსებობდა.