პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს. მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს "ტუტუცი ნაგავი" უწოდა.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გიგა ბოკერიამ დეპუტატ შოთა ხაბარელის მიერ მისთვის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა. მამუკა მდიმარაძემ ბოკერიას მიუთითა, რომ კითხვაზე მოკლედ ეპასუხა: კი ან არა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გიგა ბოკერიას დამშვიდებისკენ და ეთიკის ნორმების დაცვისკენ მოუწოდა. ინციდენტის შემდეგ ორივე დეპუტატმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.