უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დაყენებული წინადადება და ულტიმატუმი, თუკი მათი რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ოპოზიცია პოზიტიური გაგებით წითელ ხაზს გადაკვეთს და ულტიმატუმებს მოხსნის დღის წესრიგიდან, მმართველი პარტიის მხრიდან იქნება შემხვედრი წინადადებები. მისი თქმით, ოპოზიცია ბევრ თემას შეეხო და ყველა მათგანზე შესაძლებელია საუბარი, გარდა ქართველი ამომრჩევლის ნებისა და გადაწყვეტილების გადახედვისა.