თუ მხარეები შეჯერდებიან, მაშინ შეიძლება მივიდეთ კონსენსუსამდე, ამის რესურსი არის დარჩენილი, მაგრამ მათი პოლიტიკური ლოგიკა, რომელიც არის სუბიექტური, მიუთითებს იმაზე, რომ საერთო დოკუმენტზე ვერ შევჯერდებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.მისი თქმით, მათ დასკვნაში არის რეკომენდაციები, რომლითაც გამოძიება საჭიროებს დახვეწას.უმრავლესობის წევრები ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების მიმართ რეკომენდაციებს გასცემს.მმართველი გუნდი ერთი მხრივ, რეკომენდაციებს ძალოვან უწყებებს აძლევს, მეორე მხრივ კი, განათლების სამინისტროს მიმართავს.