ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ირაკლი აბესაძის იმ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, „“ევროპული საქართველო“ მმართველ პარტიასთან კოალიციას გამორიცხავს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ერვოპული საქართველო“ ისე აკეთებს განცხადებებს, თითქოს კოალიციური თანამშრომლობისთვის ვინმე კალთებს ახევდეს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ ითანამშრომლებს არც ერთ პარტიასთან, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებს აზიანებენ.