„გლდანში, არაერთ ლოკაციასა და უბანზე ადგილი ჰქონდა ნიკა მელიას მთავარი ზონდერის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ის შეეხო გლდანში არსებულ დაძაბულობას და აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ ცნობილი იყო, რომ გლდანში მძიმე პროვოკაციები იყო მოსალოდნელი.