მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ზვიად კორძაძის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა როგორც გირაოს, ასევე ქვეყნის ტერიტორიის დატოვების ნაწილში. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს 700 000 ლარის გირაო შეუფარდა, ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და შესაბამისად, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ქვეყნის დატოვებისთვის პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ.