"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართება.
მოძრაობის დაფუძნების ღონისძიებაზე ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები. ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.
ღონისძიება ანაკლიაში 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის გარდა, მამუკა ხაზარაძე უახლოეს დღეებში პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებასაც გეგმავს.