ლელოს დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით დღეს სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ. როგორც ლელოს თავმჯდომარე ამბობს სახელმწიფო ნახევარ მილიონ ლარს გამოყოფს ჩრდილოეთის გზისთვის, მაშინ, როცა გაცილებით მასშტაბური "ანაკლიის განვითარების პროექტისთვის" 50 მილიონის გარანტიის გამოყოფაზე თქვა უარი. ხაზარაძის თქმით, ქვეშეთის-კობის საგზაო პროექტი რომელიც არის ყაზბეგისგენ მიმიავალა გზა რუსეთს ინტერესებშია და ამ გზიდან მას უფრო გაუადვილდება ტანკების შემოყვანა. "ლელოს" დამფუძნებელი ამბობს რომ დღეს სახელმწიფო ფულს ისეთ პროექტებში დებს რომელიც არც სამუშაო ადგილებს ქმნის და არც ეკონომიკის აღმავლობას უწყობს ხელს.