თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძე სასამართლოს შენობის წინ პრესკონფერენციას გამართავს.
მამუკა ხაზარაძე სასამართლოს შესახებ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს სასამართლო ფარსია. წინა სასამართლო სხდომაზე სამი მოწმე, "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი ემის" დირექტორები და "თიბისი ბანკის" თანამშრომელი დაიკითხნენ