ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო.
პროცესის გადადების მიზეზი ვატო წერეთლის სასამართლო დარბაზიდან გაძევება გახდა. ფიცის დადების დროს წერეთელმა მოსამართლეს განუცხადა, რომ „მურუსიძის ფიცის დადებას“ არ აპირებდა, რაზეც თავდაპირველად 300 ლარით დაჯარიმდა, ხოლო დაპირისპირების გაგრძელების შემდეგ დარბაზიდან გააძევეს.
აღნიშნული საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, პროცესების მანძილზე გამოიკვლიეს არაერთი დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა დასტურდება. მისივე თქმით, ვატო წერეთლის გაძევების გადაწყვეტილება სასამართლომ მისი შეუფერებელი ქცევიდან გამომდინარე მიიღო.