არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიების დასადგენია, გახარია იყო ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა სხვა პირს ხაზარაძესთან.
შეგახსნებეთ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა რომ აღნიშნული წერილი მას შუამავლის გზის სწორედ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.