კარგად დავინახე თუ რა ჭაობშია ქვეყანა - ეს განცხადება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის შემდეგ გააკეთა. სასამართლომ ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700 – 700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. მისივე თქმით, ამ პროცესში გამოჩნდა პროკურატურობის უცოდინრობის პიკი, რომელსაც 5 წუთიანი ბრიფინგით შეუძლია საქართველოს ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენოს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანას ყველანაირი ინსტიტუციის გარეშე მართავს 1 პირი და ამ პირის შესახებ ყველამ კარგად იცის ვინ არის.