პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მას არ სურს საარბიტრაჟო დავა, რადგან ეს პროცესი ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თავად საარბიტრაჟო დავისთვის მზად არის.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ყველა ის პირი, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტს ხელი შეუშალა, სერიოზულად აგებს პასუხს. ლელოს დამფუძნებელი ამბობს რომ ისეთი მასშტაბის პროექტი, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, მარტივად არ წყდება.
ანაკლიის კონსორციუმიუს იურისტები ამ ეტაპზე შემაგებლებს ამზადებენ.