07:40
8 ივლისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილს თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე ბიზნესკლასის ბილეთი ვუყიდე და შეუძლია ქვეყანა დატოვოს
02-12-2019

ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი, თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე. ეს არის ბიზნესკლასი, იმიტომ, რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იმართება.

მისი თქმით, საქართველო მას შემდეგ დაადგება განვითარების გზას, როცა ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ივანიშვილის უსირცხვილო განცხადება და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც მან თქვა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე დააფინანსებს 35 ევროიან ბილეთებს ქუთაისის აეროპორტიდან და მოსახლეობას, იმ ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან სჭირდება სამუშაო ადგილი, ნორმალური, ღირსეული ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში, გაუშვებს სხვა ქვეყანაში და დაეხმარება ჩვენს ისედაც დემოგრაფიულად კლებად ერს, ისედაც ძალიან მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას უცხოეთში დასაქმებაში. ამას აკეთებს ჩვენი ბიუჯეტით, ჩვენი გადასახადებით და პრაქტიკულად ჩვენს მოსახლეობას ეუბნება - საქართველო ქართველების გარეშე.

მე გადავწყვიტე და ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი, ეს არის „აეროფლოტის“ ბილეთი, გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე. ეს არის თბილისი-მოსკოვის მიმართულება. ეს არ არის 35- ევროიანი ბილეთი, ეს არის ბიზნესკლასი, იმიტომ, რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და მას შეუძლია დატოვოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

AutoPlay
"მე ამდენი სახანძრო არ მინახავს..." - თვითმხილვევების ინფორმაციით, წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" ხანძარი საუნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ხანძარი წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" - სასტუმროდან დამსვენებლებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო გემი დააკავეს, რომელზეც 276 არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
"საპარტნიორო ფონდი" გამყოფი ზოლის მიმდებარედ საწარმოს მშენებლობას იწყებს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0552 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ქუთაისში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები