ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ნიჰილიზმის დაძლევა, იმ მდგომარეობის დაძლევა, სადაც ადამიანები ამბობენ, გვეშველება რამე? ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან. ჩვენ ნამდვილად გვეშველება, თუ ვიდგებით ერთად და ამ უსამართლობას დავძლევთ ერთიანად, - ეს სიტყვები "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "თბილისი ცენტრალში", პარტიის "ღია ოფისის" გახსნაზე განაცხადა, სადაც პარალელურად პარტიის რიგებში მოქალაქეთა გაწევრიანება მიმდინარეობს. ხაზარაძის თქმით, მსგავსი "ღია ოფისები" გაიხსნება ქვეყნის რეგიონებში და დიდ ქალაქებში. მისივე განცხადებით, "ლელო" ყველა სოფელში ჩავა და მოსახლეობას შეხვდება.