მამუკა ხაზარაძე - საქართველოში დღეს 77 000 მოშიმშილე ბავშვია - Palitra News

მამუკა ხაზარაძე - საქართველოში დღეს 77 000 მოშიმშილე ბავშვია

2020-02-03 12:06:12+04:00

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა საქალაქო სასამართლოს შენობასთან ტრადიციული ბრიფინგი გამართეს. დღევანდელ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ საქართველოში არსებულ სოციალურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში 77 000 ბავშვი შიმშილობს. როგორც მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პრობლემა, რომელიც მმართველმა პარტიამ ვერ მოაგვარა.

პარტიის წარმომადგენლის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სრულად აღმოფხვრის ამ პრობლემას. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების გზას მეტი სამუშაო ადგილების შექმნაში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში ხედავენ.