“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან, პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდნენ. როგორც „პალიტრანიუსს“ ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, მათ ჯერ ოფიციალური მიწვევა არ მიუღიათ, თუმცა მიწვევის შემთხვევაში, მზად არიან ამჯერად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მისი შეთავაზება, კომიტეტმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინოს, კვლავ ძალაშია. კოვზანაძის განმარტებით, კომიტეტში შეიძლება საკითხის პროფერსიონალური განხილვა შედგეს, ხოლო თარიღი და მოსმენის ფორმატი მოლაპარაკების საგანია.