პროკურატურა გიორგი გახარიას მიერ მუქარის შემცველი წერილის გაგზავნაზე გაკეთებული განცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის დაკითხვას გეგმავს. საქართველოს გენერალური პროკურატურის განმარტებით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება" - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" პროკურატურაში განუცხადეს."მამუკა ხაზარაძე გამოიკითხება ამავე საქმის ფარგლებში და როდესაც პროცესუალურად დაადასტურებს მის მიერ გახმოვანებულ ბრალდებას მუქარაზე, პროკურატურა მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას" - აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.