საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს დღეს წარადგენს.
"ლელოს" ახალი წევრების წარდგენა 13:00 საათზე იგეგმება. მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს საზოგადოებას "ლელოს" ოფისში გააცნობს.
შეგახსენებთ, ხაზარაძემ "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და როგორც განაცხადა, არჩევს სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს.