პარტია, "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი მთავარი ძალა სწორედ მათი გუნდი იქნება. აღნიშნულის შესახებ მან "მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ IPSOS-ის ახალ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც "ლელოს" მხარდამჭერთა 3% აქვს. მამუკა ხაზარაძე მოსახლეობას ურჩევს წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან თავი შეიკავონ და გაზაფხულზე დადებულ რეზუოლტატს დაელოდონ.