როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, მის ხელმძღვანელ ბირთვს პრაიმერის საშუალებით ავირჩევთ, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გაზაფხულზე, ასევე შეიქმნება "ჩრდილოვანი კაბინეტი", რომელიც 12 ლიდერის მიერ შექმნილ პროგრამას დაეყრდნობა.
"საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი, ასევე უნდა იცოდეს ვინ იქნებიან სხვადასხვა უწყების მინისტრები და რა პროგრამები ექნებათ მათ; რამდენად მცირე იქნება მთავრობის გუნდი, რადგან ხარჯები რადიკალურად უნდა შემცირდეს, ასეთ პატარა ქვეყანას ამხელა მთავრობა არ სჭირდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.