"ეროვნული ბანკი პრაქტიკულად მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაშანტაჟებდა" - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მას კატეგორიულად დაუსვა საკითხი, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოდან უნდა წასულიყვნენ. ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.