მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოში იმყოფებიან და პროკურატურაში მისვლას აპირებენ. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 მილიონ 754 ათასი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.