"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ მივლენ. ამჯერად მათი მოსმენა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იგეგმება."თიბისი ბანკის" საქმეზე მსჯელობა გასულ კვირას, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უნდა გამართულიყო, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც იყო მიწვეული, თუმცა მათი მოსმენა ჩაიშალა.შეგახსენებთ, "თიბისი ბანკის" საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო. საბოლოოდ, "თიბისიმ" ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დათანხმდა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად აგრძელებენ.