"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მივლენ. ამის შესახებ პალიტრანიუსს ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განუცხადა.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები საგამოძიებო უწყებაში თავიანთ უფლებადამცველთან ერთად გამოცხადდებიან.მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს. ისინი უწყებაში 19:00 საათზე უნდა მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.