"თბს ბანკის" დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებენ. მასში აღნიშნულია, რომ 6 სექტემბერს, გენერალურმა პროკურატურამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრაზე მიიწვია, სადაც პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის მომზადებული დასკვნის წარდგენაა დაგეგმილი.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიჩნევენ, რომ ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე.