23:13
19 სექტემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას, არ შევეგუებით უსამართლობას
15-02-2019

"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას; არ შევეგუებით უსამართლობას და ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით დავიცავთ "თიბისის" და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას" - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანიამ შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.
"უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის ბრძანებით დაგვირგვინდა. დიდ ეჭვს იწვევს ის, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან. კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის!" - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.

AutoPlay
საყოველთაო ამნისტიის აქტის დამტკიცების მოთხოვნით ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოეწყო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
აზერბაიჯანში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ირანში კორონავირუსს კიდევ 166 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაური - სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ მუქარა სერიოზულია და ამას დავამტკიცებთ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სან დრო©
15-02-2019
დღეს ეს ბანკია ხვალ სხვა... ვირთხებივით კი არიან დამალულები სხვები
სხვა სიახლეები