„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით ის, მამუკა ხაზარაძე და გრიგოლ გეგელია მიწვევით მიემგზავრებიან ბრიუსელში, სადაც ევროპარლამენტარებთან ექნებათ შეხვედრა. მისივე თქმით, ისინი კიდევ ერთხელ იმსჯელებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებებზე და კრიზისის გადაჭრის გზებზე. ჯაფარიძის თქმით, „ლელოს“ ლიდერების ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი ემთხვევა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს.