"ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, თუ უახლოეს პერიოდში შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს სხვა ბრალდებით ციხეში დააბრუნებენ, ის ნამდვილად იქნება პოლიტიკური პატიმარი.
"ლელოს" ლიდერებმა მერაბიშვილის გათავისუფლება და სამომავლო პოლიტიკური გეგმები შეაფასეს. როგორც ხაზარაძე აცხადებს მისთვის მიუღებელია სიტყვა დამხობა, რაც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახსენა.