მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დავის გაგრძელებას საერთაშორისო სასამართლოსი გეგმავს. როგორც ხაზარაძე აცხადებს ის არ აპირებს არცერთი ნაბიჯის დათმობას და აპირებს გამოაშკარავოს ყველა ის თანამდებობის პირი და პოლიტიკოსის ქმედება, რომელიც მიზანმიმართულად ებრძოდა ანაკლიის პროექტს.
ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში მონაწილეობას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იღებდნენ. ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის გეგმაში ზემოხსენებული თანამდებობის პირების გარდა, სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომელთა ვინაობას საერთაშორისო სასამართლო დავაში გაამხელს. მისივე თქმით, მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს.