"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ეს არის ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, რათა შეინარჩუნონ ხელისუფლება. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ეს ვიღაცების თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ გამოუვა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.