პირი რომელიც ანრი ოხანაშილის მიმართ მუქარის ფაქტზე დააკავეს პარტია "ლელოს" წევრია. ინფორმაციას პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს. მისი თქმით, პარტიის იურისტები სწავლობენ საკითხს და დღის ბოლოს ეცოდინებათ დამატებითი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანრი ოხანაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დაეყრდნობა, რადგან ის მატყუარაა. მამუკა ხაზარაძის თქმითვე, დაკავებული ვახტანგ რობაქიძე 2012-2017 წლებში "ქართული ოცნების" წევრი და ახალგაზდრული ფრთის ხელმძღვანელი იყო.