პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო ეფექტური ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვას აპირებს. როგორც ბახტაძემ ღია მმართველობის პატნიორობის გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე აღნიშნა, ანტიკორუფციული სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, თუმცა ამავე დროს უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე.საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის სახელმწიფო უწყებების ზედამხედველობაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის სწორედ ის მიმართულება, სადაც ჩემი მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს“, - განაცხადა ბახტაძემ.