საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში უნდა შიქმნას სამუშაო ადგილები და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი ემიგრანტები დაუბრუნდნენ სამშობლოს. მანვე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს საქართველოდან მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გადინების პროცესი, იაფფასიანი ტყუილია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები იქმნება, თუმცა, არა იმ ტემპებით, როგორიც საჭიროა, შესაბამისად, მთავრობის მთელი რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ისეთი ტიპის ზრდას, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება. ჟურნალისტის კითხვაზე, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლის შემდეგ დაიწყო მასობრივი დევნა და დაკავებები, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი ტიპის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება საფუძველს მოკლებულია.