საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროსაბჭოს საერთო ინტერესებში არსებული საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმები განიხილეს.ყურადღება გამახვილდა ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობის კონკრეტულ შედეგებსა და ევროსაბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისა და მინისტრთა კომიტეტში მოადგილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის.