ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკასა და საქართველოს შორის შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
მინისტრმა ელჩს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2017 წელს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მიღწეული შედეგი და 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე და ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებსა და ინიციატივებზეც ისაუბრეს.