"ბიძინა ივანიშვილის წერილში მთავარი აზრი არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კონსოლიდაცია იმ იდეალების გარშემო, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და დემოკრატიული განვითარება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა. ივანიშვილის გზავნილზე შეფასებები დღეს ხელისუფლების სხვა წევრებმაც გააკეთეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე და შეცდომებზე, რომელიც ქვეყანას აქვს სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შეგახსენებთ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ვრცელი ღია წერილი, რომელშიც განვლილ 30 წელს აფასებს გუშინ გაავრცელა.