პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმისა" და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. პრემიერმა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფასებს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში.