საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამეგრელოს რეგიონში იმყოფება.პრემიერ-მინისტრი თხილის საწარმო "ჯეო ნათსში" თხილის მიღებისა და გადამუშავების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან ერთად გაეცნო.
შპს "ჯეო-ნათსი" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა.
საწარმოში, ჯამურად 2 780 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მასში წელიწადში 7 000-10 000 ტონამდე თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. თხილის გადამმუშავებელ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული.