საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ორივე ქვეყანაში მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით შევლენ. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, მსგავსი მიდგომის გამოყენება სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება, რაც ტურიზმის განვითარებას დაეხმარება.